მეთიუ მილერი - აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას

02 მაისი 2024, 10:04 535 ნახვა

საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა - ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. მეთიუ მილერის განცხადების თანახმად, „კრემლის მიერ შთაგონებული უცხოური გავლენის” კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და ქმედებები შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირის, ნატოს წევრობას და საფრთხე ექმნება საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში