მასწავლებელთა პირველი მუნიციპალური კონფერენცია ჩატარდა შუახევში. პედაგოგებს ნამუშევრების წარდგენის საშუალება 8 სხვადასხვა საგანში ჰქონდათ. მასში 36 მასწავლებელი იღებდა მონაწილეობას, მოხსენებები მასწავლებელთა სახლმა შეაფასა. კონფერენციის ბოლოს მომხსენებლები სიგელებით დააჯილდოვეს. მუნიციპალურ კონფერენცია შუახევის გამგეობის ფინანსური დახმარებითა და პროფკავშირების მხარდაჭერით ჩატარდა.