დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება - ეს განცხადება სახალხო დამცველს ეკუთვნის, რომელიც აქციის დაშლისთანავე გავრცელდა. ომბუდსმენს მიაჩნია, რომ ნებისმიერი სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უნდა უძღვოდეს გაფრთხილება.
პროტესტის მონაწილეებს უნდა მიეცეთ გონივრული ვადა პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად“ - სამართალდამცავთა მხრიდან ნებისმიერი სახის ძალისა თუ სპეციალური საშუალების გამოყენება კი უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს, ამბობს ლევან იოსელიანი, რომელიც პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა „არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს“.
ომბუდსმენი იმასაც აღნიშნავს, რომ „ვრცელდება ჩანაწერები სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე“.