ქართველი ხალხი არის ხელისუფლების წყარო და არ არსებობს არცერთი სხვა წყარო, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს საქართველოში სახელისუფლო საკითხები - შალვა პაპუაშვილი

29 აპრილი 2024, 22:45 375 ნახვა

დღეს დიდი დღეა, დიდი დღე და ეს ის მომენტი, რომელსაც ყველა აქ მყოფი გაიხსენებს, გავა წლები და ყველა გაიხსენებს, მოუყვება თავის შვილებს, რომ ამ დღეს იდგა აქ საქართველოს დამოუკიდებლობის სადარაჯოზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, დღევანდელ სამყაროში ბევრი ისეთი შესაძლებლობაა დამოუკიდებლობის შეზღუდვის, რომელიც წინა საუკუნეში არ იყო.

„ჩვენ, მართალია, რამდენიმე ათეული წლის წინ მივიღეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს დამოუკიდებლობა გასამტკიცებელია ყოველ ჯერზე. ყოველდღე, ყოველ წუთს, ყოველ წამს. საფრთხეები სხვადასხვა არის, ის ხილულიც არის და უხილავიც. დღევანდელ სამყაროში ბევრი ისეთი შესაძლებლობა არის დამოუკიდებლობის შეზღუდვის, რომელიც წინა საუკუნეში ასე არ იყო. ამიტომ, დღეს არის ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების სიფხიზლის დღე. როდესაც მათ თქვეს, რომ მათი ქვეყანა არის მხოლოდ მათი. ქართველი ხალხი არის ხელისუფლების წყარო და არ არსებობს არცერთი სხვა წყარო, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს საქართველოში სახელისუფლო საკითხები“, – განაცხადა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი