აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორშია

29 აპრილი 2024, 09:26 310 ნახვა

სახალხო დამცველის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში ადგენდნენ აქციაზე დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი დაკავების პირობებისა და ფიზიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით.  მორიგ განცხადებაში, რომელიც ომბუდსმენის აპარატმა გაავრცელა, ასევე  ნათქვამია, რომ  უწყება აქტიურად აკვირდებოდა და მონიტორინგს უწევდა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას.

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში მოინახულა ალექსი პეტრიაშვილი, რომელმაც სახალხო დამცველის აპარატს უფლებამოსილების ფარგლებში მისი დაკავების საკითხის შესწავლა და დაკავების კადრების დაარქივებაში დახმარება სთხოვა.  

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენი ადამიანი დააკავეს გუშინ აქციაზე, ამასთან არიან დაშავებულებიც, რომლებმაც დაზიანებები ე.წ-ლი წიწაკის სპრეის გაშვების და ჭყლეტის დროს მიიღეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი