"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა ხვალიდან ისევ გრძელდება საკანონმდებლო ორგანოში. პარალელურად კი პოლიტიკური პროცესები ქუჩაში ინაცვლებს.
დღეს და ხვალ რუსთაველის გამზირი მოქალაქეების შეკრების ეპიცენტრი იქნება.
დღეს საღამოს 7 საათზე პარლამენტთან საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი აქციაზე ''ოცნების'' კანონპროექტს გააპროტესტებენ, ხვალ კი მმართველი გუნდის მხარდამჭერი შეკრება ამავე ადგილას გაიმართება.