საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გუნდური პირველი ადგილით დაასრულა

27 აპრილი 2024, 21:36 600 ნახვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გუნდური პირველი ადგილით დაასრულა.

საერთო ჯამში ქართველი ძიუდოისტების ანგარიშზე 7 მედალი, აქედან 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია.

ოქროს მედლები: 66 კგ.წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა და 81 კგ.წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა. 

ვერცხლის მედლებს: 100 კგ-ში ილია სულამანიძე და +100 კგ-ში გურამ თუშიშვილი დასჯერდა. 

ბრინჯაოს მედლები კი ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), ლაშა ბექაურმა (90 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) აიღეს. 

შერეულ გუნდურში პირველი ადგილი საქართველომ დაიკავა, მეორეზე აზერბაიჯანი გავიდა, ხოლო მესამეზე საფრანგეთი. 

ევროპის ჩემპიონატი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ტარდება, სადაც 47 ქვეყნის 427 ძიუდოისტი ასპარეზობს.

ხვალ, უკვე ტატამზე შერეულ გუნდურ ასპარეზობაში გაგრძელდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში