მამაკაცთა ფრენბურთის კლუბმა „ბათუმი“ ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში „ყვარელი“ დაამარცხა და ეროვნული ჩემპიონატის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
მატჩი ანგარიშით 3:0 დასრულდა და ფინალისტის ვინაობა ოქროს სეტის საშუალებით გახდა ცნობილი. კლუბი „ბათუმი“ ფინალში უკვე ზედიზედ მეორედ ითამაშებს.
მისი მეტოქე გადამწყვეტ შეხვედრაში კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი იქნება.