29 აპრილს დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც, ბიზნესმენიც, ყველა უნდა იყოს რუსთაველზე იმისთვის, რომ ქართველი ერის ხმა ყველამ გაიგოს - პაპუაშვილი

23 აპრილი 2024, 11:11 419 ნახვა

დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც, ბიზნესმენიც, ყველა უნდა იყოს რუსთაველზე იმისთვის, რომ ქართველი ერის ხმა ყველამ გაიგოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მოწოდება არის ყველას მიმართ, ეს 29 აპრილს შეკრება არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, როდესაც ვუპირისპირდებით „შავ ფულს“, რომელიც შემოდის უცხოეთიდან, ვუპირისპირდებით ქართული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას. ეს არის ეროვნული და ღირსების საკითხი, რომ ყველა გამოვიდეს რუსთაველზე და დავანახოთ ყველას, ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, რა სურს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხის სურვილი გამოიხატება ყველას სიტყვაში. აქ დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც, ბიზნესმენიც, ყველა უნდა იყოს რუსთაველზე იმისთვის, რომ ქართველი ერის ხმა ყველამ გაიგოს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, ოპოზიცია უკვე დიდი ხანია დაპირისპირებულია ქართველ ხალხთან.

„ოპოზიციას აქვთ ზიზღის კამპანია. რა თქმა უნდა, ამ ზიზღის კამპანიას ქართველი ხალხი არ იღებს და ხედავენ ამას. საბოლოო ჯამში, ქართველ ხალხთან დაპირისპირება არავის გამოსვლია, ვინაიდან ქართველი ხალხია წყარო ძალაუფლების და სწორედ ამიტომაც, მნიშვნელოვანია 29 აპრილს ხელისუფლების ამ წყარომ, ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნება“ მხარდამჭერების თხოვნით 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ჩაატარებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი