თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა, რომელიც 70 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ასევე პრემიერის თქმით, საქართველო 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადს გააკეთებს.
სპორტი, განათლება და ინფრასტრუქტურული პროექტები - ეს ის საკითხებია, რომლებზეც პრემიერმა ყურადღება გაამახვილა.