ადვოკატი სასამართლოზე შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს

25 მარტი 2017, 00:00 2042 ნახვა

11-12 მარტის მოვლენები იყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუ ,,ფაქტორის” მთავარი თემა. ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის წესით დაკავებული მოქალაქეების ადვოკატი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უარყოფითად აფასებს. მისი მტკიცებით, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ხელისუფლების ზეწოლას ვერ გაუძლო. ადვოკატის თქმით, პრობლემატურია ისიც, რომ მას მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების საქმეების გასაცნობად მხოლოდ 4 საათი ჰქონდა, მაშინ, როდესაც სახელმწიფო ბრალდებას ამისთვის გაცილებით მეტი დრო მიეცა. ადვოკატის ბრალდებებს აჭარის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ნინო ჩხეტიას განცხადებით, სასამართლო დაკავებულების მიმართ ჩადენილი ქმედებების შესაბამისად მსჯელობს.   

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი