თურქული კულტურის ცენტრის წარმომადგენლები ბათუმში

20 აპრილი 2024, 20:01 442 ნახვა

ბათუმი იუნუს ემრეს სახელობის თურქული კულტურის ცენტრის წარმომადგენლებს მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა, სადაც  მეზობელი სახელმწიფოს ეთნოგრაფიული და მხატვრული რეწვის ნიმუშები იყო წარმოდგენილი.

იუნუს ემრეს სახელობის ფონდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია და თურქეთის, თურქული ლიტერატურის, ისტორიის, კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას ემსახურება.

საქართველოში კი კულტურის ცენტრი თავის საქმიანობას, 2012 წლიდან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახორციელებს. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი