ერთადერთი გაუმჭვირვალე სფერო, დეკლარაციის დონეზეც რომ არ სურთ გამჭვირვალობა, არის „ენჯეო“ სექტორი და მედია საშუალებები. საქართველოში სხვა მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს - მამუკა მდინარაძე

20 აპრილი 2024, 16:19 244 ნახვა

ერთადერთი გაუმჭვირვალე სფერო, დეკლარაციის დონეზეც რომ არ სურთ გამჭვირვალობა, არის „ენჯეო“ სექტორი და მედია საშუალებები. საქართველოში, სხვა, მსგავსი დაურეგულირებელი სფერო არ არსებობს, - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, დეკლარაციას ავსებს ჩინოვნიკი და დეკლარაცია უნდა შეავსოს „ენჯეომაც“.

„როდესაც დონორების დაფინანსება ახლავს რაღაც აქტივობებს, ეს არის ფაქტის კონსტატაცია, რადგან ისინი დიახ, ატარებენ უცხო ქვეყნებისა და მათი დონორი ორგანიზაციების ინტერესებს.

 

როდესაც ეკლესიას ებრძვიან, როდესაც ლგბტ პროპაგანდას, რევოლუციებს აფინანსებენ, როდესაც შავი ფული ამ მიმართულებებით მოდის, მაგალითად, ლომჯარიას რომ ბომბების წვიმა ერჩივნა და მისი იმ დროინდელი პროექტები ფინანსდებოდა და ამ აქტივობებსაც აფინანსებდნენ, მაშინდელი ინტერესი ხომ იყო ანტისახელმწიფოებრივი? ანუ, არის, რომ დონორების ინტერესები არის კარგი. მათ შორის აგერ, გორში, ფერმერებს რომ ატრენინგებენ, ეს არის ძალიან კარგი. შესაძლოა, 50%-ზე მეტი იყოს პოზიტიური ინტერესი და ამ შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გავლენის ინტერესი არის პოზიტიური“, - აღნიშნა მდინარაძემ, გორში, პარტიულ აქტივთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში