ინტერვიუ Sky News-თან

19 აპრილი 2024, 14:04 473 ნახვა

როგორც კი კანონპროექტის მესამე მოსმენა დასრულდება, მე მას ვეტოს დავადებ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა “Sky News”-თან ინტერვიუში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს სიმბოლური ვეტო იქნება, რადგან სავარაუდოდ მას დაძლევენ, თუმცა ამ ნაბიჯით ის აჩვენებს რა არ შეიძლება გახდეს საქართველოს დანიშნულების პუნქტი იმ კანონების კოპირებით, რომელსაც პუტინი და რუსეთი იღებს.

პრეზიდენტი არჩევნების მნიშვნელობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მთავარი საკითხი ამ არჩევნებზე იქნება ევროპა თუ რუსეთი? კითხვაზე რა იქნება შედეგი თუ საქართველო საბოლოოდ დაუახლოვდება მოსკოვს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ეს საქართველოსთვის ტრაგედია იქნება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი