ნატო-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის პირველი მოსმენით მიღებას აკრიტიკებს.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნისთვის უმთავრესია სწორი ჩარჩოს ქონა, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა.
კოლომინა აცხადებს, რომ ეს კანონი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ეწინააღმდეგება.