კანონის მიღების შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს. France 24-თან ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ფორმით მოსახლეობის ნებას გამოხატავს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ევროპული მომავალი და პერსპექტივა ერთადერთი მომავალია ქვეყნისთვის, რომელიც დამოუკიდებლობისთვის უსასრულოდ იბრძოდა.