პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ოპოზიციონერ დეპუტატებს, თამარ კორძაიასა და ანა ნაცვლიშვილს დაატოვებინეს

15 აპრილი 2024, 20:40 379 ნახვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ოპოზიციონერ დეპუტატებს, თამარ კორძაიასა და ანა ნაცვლიშვილს დაატოვებინეს.

ოპოზიციონერ დეპუტატებსა და უმრავლესობის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

„პროვოკაციისთვის შემოხვედით, დატოვეთ დარბაზი“, - მიმართა ანრი ოხანაშვილმა მათ.

თამარ კორძაიამ და ანა ნაცვლიშვილმა სხდომა რამდენიმე საათის წინ საკუთარი ნებით დატოვეს, როცა ოპოზიციის სხვა წევრებს სხდომა დაატოვებინეს.

თუმცა, ისინი მოგვიანებით სხდომაზე დაბრუნდნენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დილიდან მიმდინარეობს. დეპუტატებს კანონპროექტის დეტალები „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააცნო. კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი