პრეზიდენტის პირადმა ფოტოგრაფმა, პროტესტის ნიშნად, თანამდებობა დატოვა

13 აპრილი 2024, 08:52 467 ნახვა

პრეზიდენტის პირადმა ფოტოგრაფმა, გიორგი აბდალაძემ პროტესტის ნიშნად, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ, იგი სოციალურ ქსელში წერს.

"ჩემს ცხოვრებაში მივიღე რთული და ამასთანავე, სამართლიანი გადაწყვეტილება. დღეს, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო სამსახური, ბევრი ბრძოლა მაქვს გავლილი, არავის პატიმრობა მიხარია, თუმცა, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის, ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება", - წერს სოციალურ ქსელში ფოტორეპორტიორი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა, ჯაშუშობის ბრალდებით დააპატიმრა.
 
აღსანიშნავია, რომ მაშინდელი რეჟიმის ანგარიშსწორების საფუძველი 2011 წლის 26 მაისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის ამსახველი ფოტოების გადაღება გახდა.

გიორგი აბდალაძე, ბოლო წლების განმავლობაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფოტორეპორტიორად მუშაობდა.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. 

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება გრიგორიადისს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას, ასევე, სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა.

 
 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი