''ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას და რეგიონში მიმდინარე პროცესებს.
შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და მრავალ სფეროში წარმატებული თანამშრომლობის საკითხებზე.
აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი პარტნიორობის პოზიტიური დინამიკა სხვადასხვა სფეროში კიდევ უფრო მტკიცდება.