საქართველოს ქალთა ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩი ბელარუსთან გამართა და 0:3 დამარცხდა.
კვიპროსში, „ახნასის“ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მეტოქემ ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს გახსნა და 1:0 მოიგო. მატჩის მეორე ნახევარიც ბელარუსელთა უპირატესობით წარიმართა, რაც ორ გოლში აისახა. საქართველოს ნაკრებმა ორი ტურის შემდეგ ერთი ქულა დააგროვა და მესამე ადგილზეა, ბელარუსი კი 6 ქულით ჯგუფის ლიდერია.
ქართველი ფეხურთელები მომდევნო მატჩს 31 მაისს სტუმრად კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ, 4 ივნისს კი კუნძულელებს თბილისში უმასპინძლებენ.