ხვიჩა კვარაცხელია ისევ საუკეთესოა

10 აპრილი 2024, 10:05 551 ნახვა

"ნაპოლის" ფანებმა ხვიჩა კვარაცხელია მარტის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს ემ-ეს-ჯის მიერ ორგანიზებული გამოკითხვის შედეგად.

გასულ თვეში ქართველმა გარემარბმა 2 გოლი გაიტანა. ხვიჩა თებერვალშიც გახდა "პანტენოპეის" ქომაგთა რჩეული და ამით გახდა პირველი, ვინც ამ სეზონში "ნაპოლის" ფანებმა ზედიზედ მეორედ აღიარეს.

შეგახსენებთ, რომ ზუსტად ერთი წლის წინ ხვიჩა სერია ა-ს მარტის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს მას შემდეგ, რაც 3 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი