ბათუმელი კიკ-ბოქსიორები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან

09 აპრილი 2024, 10:01 652 ნახვა

ბათუმის კიკ-ბოქსინგის აკადემიის მებრძოლები იუნიორთა შორის საერთაშორისო ტურნირისთვის ემზადებიან, რომელიც 12 აპრილს ახალქალაქში გაიმართება. შეჯიბრება K1-ის წესებით ჩატარდება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ვაჟები, ასევე გოგონები. ვაჟა თურმანიძის აკადემიის მებრძოლებმა ერთობლივი საწვრთნელი შეკრება ურეკის კრივისა და კიკ-ბოქსინგის აკადემიის გუნდთან ერთად გაიარეს და ბათუმში უკვე ახალ დარბაზში ემზადებიან.

ბათუმელი კიკბოქსიორებისთვის წლის მთავარი შეჯიბრება მსოფლიოს ჩემპიონატია, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება და რისთვისაც ჩვენი მებრძოლები განსაკუთრებულად ემზადებიან.

წინასწარი განაცხადით მსოფლიო ჩემპიონატზე ნიკა მგელაძე, სანდრო მგელაძე, დემეტრე მოდებაძე, საბა წითლიძე, მათე დიმიტრაძე და ლიზი ჯაიანი იასპარეზებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი