პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს - გიორგი მსხილაძე

08 აპრილი 2024, 17:10 464 ნახვა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ვეტოს დაადებს.

მისივე თქმით, პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოითხოვეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა არ დარეგისტრირებულიყო და შეწყვეტილიყო ამაზე საუბარი, რისი პირობაც შარშან დაიდო.

"ყველამ იხილეთ, რა რეაქცია მოჰყვა უმრავლესობის მიერ აღნიშნული კანონის ინიცირებას. ამას გამოეხმაურა როგორც ევროკავშირი, ისე ნატო-ს გენერალური მდივანი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები. მათ აღნიშნეს, რომ აღნიშნული კანონის მიღება ხელს შეუშლიდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. შესაბამისად, ჩვენ ბიუროზე მოვითხოვეთ, რომ აღნიშნული კანონი საერთოდ არ დარეგისტრირებულიყო, არ გატარებულიყო რეგისტრაციაში, რათა არ დაწყებულიყო განხილვა კომიტეტებში და შეწყვეტილიყო ამ კანონზე საუბარი, რისი პირობაც შარშან დაიდო“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი