საფრანგეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კონტაქტურ კარატეში წარმატებით იასპარეზეს ეროვნული ნაკრების წევრებმა.
საქართველო ტურნირზე ოთხი მებრძოლით იყო წარმოდგენილი, რომელთა საერთო მონაგარი ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალია.
ტურნირის ჩემპიონები მინდია მგელაძე და დავით მსხალაძე გახდნენ, დათა ფუტკარაძე ვიცე-ჩემპიონია. მსხალაძე, რომელიც აბსოლუტურ წონაში ჩხუბობდა, ტურნირის საუკეთესო მებრძოლადაც დაასახელეს.