'''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა''' შუახევის გამგეობას ბიუჯეტის პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. სოსლან ზოიძის განცხადებით, თვითმართვლობამ 2016 წლის ბიუჯეტის წარმომადგენლობითი ხარჯებიდან 4 ათას 500 ლარით მინერალური წყალი და ნატურალური წვენი შეიძინა. ბრალდებას შუახევის გამგებლის მოადგილე გამოეხმაურა, ავთანდილ დიასამიძემ ოპონენტების ბრალდებას ცილისწამება უწოდა. დიასამიძემ ყოფილ ხელისუფლებას მათი მმართველობის პერიოდი შეახსენა.