სასამართლომ ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული ქალი პატიმრობაში დატოვა

07 აპრილი 2024, 17:12 453 ნახვა

სამტრედიაში მომხდარი განზრახ მკვლელობის საქმეზე, სასამართლომ გარდაცვლილის მეუღლე პატიმრობაში დატოვა, მოსამართლემ  ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაითვალისწინა. მას გამოძიება თავდაპირველად ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, თუმცა საგამოძიებო უწყებამ ბრალი დაუზუსტდა და ახლა ცრუ ჩვენებას ედავება.

როგორც დაკავებულის უფლებადამცველი განმარტავს, მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მისი დაცვის ქვეშ მყოფი კვლავ პატიმრობაში დატოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი