სამტრედიაში მოკლული კაცის მეუღლეს ბრალდება დაუზუსტდა, ხოლო 4 პირს - ბრალდება წარედგინა -პროკურატურის ინფორმაციით მკვლელობა არა ქალმა არამედ, მისმა ძმამ ჩაიდინა. შსს-ინფორმაციით მკვლელობას წინ კონფლიქტი უძღოდა რის შემდეგაც მეუღლის ძმამ სიძეს მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მყოფმა კიდევ ორმა პირმა, მათ შორის მოკლულის მეუღლემ მომხდარის თაობაზე გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიწოდეს. გარდაცვლილის მეუღლემ პირველ ჩვენებაში მის მიერ არჩადენილი დანაშაული - მეუღლის მკვლელობა დაიბრალა და თავად აღიარა.სამართალდამცავებმა, მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, 4 პირი 5 აპრილს დააკავეს. განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა პირმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სამ პირს ბრალდება (პირადი მოტივით ცრუ ინფორმაციის მიწოდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე, მათგან ორს გამოძიება დამატებით ჯგუფურად ცემასაც ედავება.