სათბური ყვავილების გამოყვანის პროცესი

06 აპრილი 2024, 12:05 497 ნახვა

ახალსოფლის სანერგე-სასათბურე მეურნეობაში გაზაფხული-ზაფხულის ერთწლოვანი ყვავილების ჩითილების დათესვა დასრულდა. სპეციალური ტექნიკის საშუალებით სამუშაოები 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაითესა 880 ათასი ცალი 10-მდე სახეობის ყვავილი. სამსახურმა თესლი ტენდერის საშუალებით შეიძინა. ქალაქში ჩითილების დარგვა 1 თვეში დაიწყება. პირველ ეტაპზე ყვავილების ჩითილები ქალაქის შემოსასვლელში, ესტაკადის გზაგამყოფში დაირგვება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში