პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება. შეხვედრა ამჯერად თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გამართეს და პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. გააცნეს თავდაცვის უწყების პრიორიტეტები, ასევე, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პარალელურად, სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობები.