თაღლითობა პროკურორის სახელით

04 აპრილი 2024, 18:21 540 ნახვა

პროკურორის სახელით სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მეტი დამაჯერებლობისთვის, ერთ-ერთი პროკურორის სახელის გამოყენებით, დაზარალებულს დააჯერა, რომ იმ შემთხვევაში თუ 4000 აშშ დოლარს გადაიხდიდა, მის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის დროულად, მისთვის მისაღები პირობებით გადაწყვეტდა. სამართალდამცავებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, რა დროსაც დაზარალებულისგან თანხის ნაწილი ხელზე უნდა აეღო. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი