ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები

04 აპრილი 2024, 14:03 311 ნახვა

პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ - მისი მიღების შემთხვევაში, არასრულწლოვნის შვილად აყვანა შეეძლება ქორწინებაში მყოფ ოჯახს, ქალსა და მამაკაცს, ან - ჰეტეროსექსუალ ადამიანს.

კანონპროექტის მიხედვით, აიკრძალება სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა. იმგვარი შეკრებები და პროგრამების ან მასალების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილის ან სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის "პოპულარიზაციისკენ არის მიმართული."

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოუწოდა პოლიტიკურ ჯგუფებს, დაასახელონ თითო წარმომადგენელი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიაში. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი საზოგადოების ყურადღების გადატანას სხვა საკითხებზე ცდილობს.

საპარლამენტო უმრავლესობა კი ამბობს, რომ მათი ოპონენტები ჩიხში არიან შესულები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში