უეფა-ს ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს 13:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია იუწყება, ხოლო თუ როგორ უნდა მოხდეს ბილეთების შეძენა, ამის შესახებ დეტალური ინფორმაციას ფედერაცია უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად ითამაშებს და ეფ ჯგუფში მეტოქეებად თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია ეყოლება. სამივე მატჩზე ხუთი კატეგორიის ბილეთებია გამოტანილი. ყველაზე იაფი კატეგორიაა ე.წ. კარის უკან და მათი ფასი 30 ევროდან იწყება.
მე-3 კატეგორიის ბილეთები 60 ევრო ღირს, მე-2 კატეგორია – 150 ევრო, მე-3 კატეგორია – 200 ევრო, ყველაზე ძვირი კი პრემიუმ კატეგორიის ბილეთებია, რომელთა ფასიც 400 ევროა.