მკვლელობა შუახევში 

03 აპრილი 2024, 17:19 1254 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ფემიციდის შემთხვევაზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და არ არის გამორiცხული  საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ახალგაზრდა კაცს  ბრალი დაუმძიმდეს.

ფემიციდის შემთხვევა  შუახევის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, დილით მოხდა. ჩვენი ინფორმაციით, ქმარმა ცოლს ცივი იარაღით ყელის არეში მიაყენა  ჭრილობები. ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 

არსებული ინფორმაციით, კაცმა კი დანაშაულის ჩადენის შემდეგ თვითდაზიანებები მიიყენა. ის კლინიკაშია გადაყვანილი. ახალგაზრდა ქალის ცხედარი კი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მკვლელობა სოფელ ნენიის გადასახვევთან მოხდა. მომხდარი მკვლელობის შესახებ დეტალები არ იციან ადგილიბრივებმა, თუმცა ამბობენ, რომ ცოლ-ქმარი ბათუმში ცხოვრობდა და მკვლელობის მიზეზი სავარაუდოდ ეჭვიანობაა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი