საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 5 ივლისს ფიჯის ნაკრებს ტესტ-მატჩში ბათუმის სტადიონზე უმასპინძლებს.
''ბორჯღალოსნებს'' ფიჯელებთან 7-ჯერ უთამაშიათ და მხოლოდ 1 მოგება აქვთ. საქართველოს ნაკრებს ზაფხულში 3 ტესტ-მატჩი ელოდება.
აქამდე ცნობილი იყო, რომ 13 ივლისს საქართველო სტუმრად იაპონიაში ითამაშებდა, ხოლო 20 ივლისს კი სიდნეიში ავსტრალიას დაუპირისპირდებოდა.