ოლიმპიური ლიცენზიისთვის 10 ქართველი მოჭიდავე იბრძოლებს

31 მარტი 2024, 12:07 720 ნახვა

5-7 აპრილს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ევროპის  ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეჯიბრება გაიმართება, სადაც  პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება.

ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 2 ოლიმპიური ლიცენზიაა, რომელიც თავისუფალი სტილით ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 97 კგ (გივი მაჭარაშვილი) და 125 კგ (გენო პეტრიაშვილი) კატეგორიებში მოიპოვა.

ბერძნულ-რომაული სტილი ნაკრები:

60 კგ - ლერი აბულაძე
67 კგ - დიეგო ჩხიკვაძე
77 კგ - იური ლომაძე
87 კგ - გურამ ხეცურიანი
97 კგ - რობერტ კობლიაშვილი
130 კგ - იაკობ ქაჯაია

თავისუფალი სტილით ნაკრები:

57 კგ - რობერტ დინგაშვილი
65 კგ - გოდერძი ძებისაშვილი
74 კგ - ავთანდილ კენჭაძე
86 კგ - ვლადიმერ გამყრელიძე

პარიზის საგზურებს მხოლოდ ფინალისტები მიიღებენ.

5 აპრილს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გამოვლენ, 7 აპრილს კი თავისუფალი სტილით ნაკრები იასპარეზებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში