ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. კლინიკის ინფორმაციით, 19 წლის ბიჭს მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება. იგი, ამ ეტაპზე, საავადმყოფოში რჩება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. შსს-მ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.