ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში ბათუმის „დინამომ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და მიმდინარე სეზონში მეხუთე გამარჯვება ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით მოიპოვა. „დინამომ“ ანგარიში მესამე წუთიდან გახსნა.
ბათუმის „დინამო“ მიმდინარე სეზონში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ქულები არ დაუკარგავს და ხუთი ტურის შემდეგ 15 ქულით პირველ ადგილზეა, ქუთაისის „ტორპედო“ კი 6 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება. სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: კოლხეთმა თელავს 3:1 მოუგო, იგივე ანგარიშით დილამ იბერია 1999 დაამარცხა. დღეს ეროვნული ჩემპიონატის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება.
თბილისის დინამო სამტრედიას, გაგრა კი სამგურალს უმასპინძლებს.