ნატო-საქართველოს ურთიერთობა, არსებული თანამშრომლობა და გამოწვევები - თემებზე ქედაში ისაუბრეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი ქედაში სამიზნე ჯგუფებს, მათ შორის საჯარო მოხელეებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანი ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ჩართულობის გაზრდა და ხელშეწყობაა.
შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის "საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა" ფარგლებში გაიმართა.