თორნიკე შენგელიამ ევროლიგაში სამიათას ქულიან ზღვარს გადააბიჯა 

30 მარტი 2024, 08:08 459 ნახვა

ევროლიგის 32-ე ტურის მატჩი დასამახსოვრებელი გამოდგა ვირტუს ბოლონიას ქართველი კალათბურთელის თორნიკე შენგელიასთვის, რომელმაც ტურნირზე 3 000 ქულიან ზღვარს გადააბიჯა.

იტალიური კლუბი ათენის პანათა-ინაიკოსს მასპინძლობდა და ბოლო წამზე გაშვებული ორქულიანის გამო 79:81 დამარცხდა. შენგელია მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი იყო.

მან 19 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. ამ მატჩის შემდეგ, შენგელიას ევროლიგაში 3 011 ქულა მოუგროვდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი