პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეს, კომისიის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს ხვდება

29 მარტი 2024, 15:08 479 ნახვა

პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარეს, საარჩევნო კომისიის წევრებს, არასამთავრობო ორგანიზაციების და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებს ხვდება.

სალომე ზურაბიშვილმა, შეხვედრის დაწყებამდე, განცხადება გააკეთა და თქვა, რომ შეხვედრის მთავარი თემა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის და არჩევნებში დიასპორის მონაწილეობის საკითხია. პრეზიდენტის შეფასებით, ამ მიმართულებით მეტი უნდა გაკეთდეს.

"დიასპორისთვის ხმის მიცემის საშუალების გაადვილება არის ის საკითხი, რომელიც სარგებლობს ძალიან დიდი ინტერესით საზოგადოებაში, არა მხოლოდ დიასპორაში მყოფი მოქალაქეების, არამედ აქაურ საზოგადოებაში, რამეთუ, პრაქტიკულად, ყველა ოჯახში არის ვიღაც, ვინც წასულია და ცხოვრობს საზღვარგარეთ. ჩვენ გვქონდა ამის შესახებ შეხვედრები - 2 შეხვედრა იყო „სკაიპით“ დიასპორის წარმომადგენლებთან და ამას გავაგრძელებთ.

საჭიროა, რომ განვიხილოთ, რა სიტუაციაა ამის ირგვლივ. პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზი არის, რომ საგარეო არ მონაწილეობს ამ შეხვედრებში და უარს ამბობს, პასუხისმგებლობას იხსნის, რაც ძალიან გაუგებარია, რადგან მთელი ეს პროცესი  დაკავშირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობასთან.

საკონსულოებში ტარდება, პირველ რიგში, საკონსულო რეგისტრაცია, რომელიც არის წინა პირობა იმისთვის, რომ მოთხოვნა იყოს უბნის გახსნისთვის, საკონსულოებიდან საგარეოში უნდა გადაიცეს ინფორმაცია ამ უბნების გახსნის შესახებ და საგარეომ უნდა გადასცეს ცესკოს. ეს არის პირველი ეტაპი, ასევე, საგარეო არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საარჩევნო და სარეგისტრაციო კამპანია ჩატარდეს და ეს კამპანია განთავსდეს საელჩოების საიტებზე.

ჩვენ გადავხედეთ და ამ კუთხით ჯერ კიდევ გაკეთებული არაფერი არ არის. ყველამ ვიცით, რომ რეგისტრაცია ახლა არის მნიშვნელოვანი და არა 4-5 თვეში. ასევე, საგარეოზე არის დამოკიდებული შემდეგ ეტაპზე საარჩევნო აღრიცხვა, ადმინისტრაცია, რომელიც ტარდება საარჩევნო პერიოდში, როცა იხსნება, სიების გადაცემა, ასევე ცესკოსთვის - მთელი ეს პროცესი გადაჯაჭვულია საგარეოსა და ცესკოზე",- განაცხადა პრეზიდენტმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი