ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები პროფესიულ დღეს აღნიშნავენ. თარიღთან დაკავშირებით უწყების გასული წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს.
აღინიშნა, რომ უწყებამ სამართალდარღვევის 2 ათას 502 ფაქტი გამოავლინა, პასუხისგებაში მიეცა ათას 603 პირი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხულმა თანხამ 379 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.