საქართველოს ნაკრები ყველაზე პოპულარულ საფეხბურთო სიმულატორში, FC 24-ში, დაემატება. EA Sports ყოველი დიდი საფუხბურთო ფორუმის წინ სპეციალურ რეჟიმს უშვებს, რომელშიც ტურნირის ყველა ნაკრებია გაერთიანებული.
Electronic Arts-მა დაადასტურა, რომ სიახლეები ევროპის ჩემპიონატის უშუალოდ ტურნირის წინ უფასო განახლების დროს დაემატება. ეს რეჟიმი კი ყველა პლატფორმაზე იქნება ხელმისაწვდომი.
FC 24-ში ამ დროისთვის 25 ქართველი ფეხბურთელია წარმოდგენილი, მათგან კი ყველაზე მაღალი რეიტინგი 86 ხვიჩა კვარაცხელიას აქვს.