ორ კვირიანი სანაკრებო შესვენების შემდეგ საქართველოს ეროვნული ლიგა მე-5 ტურის მატჩებით განახლდება.
დღეს, 29 მარტს "დინამო" ბათუმი შინ ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლებს. შეხვედრა ბათუმის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.
4 ტურის შემდეგ ბათუმელები 12 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან, ხოლო ქუთაისელებს 6 ქულა აქვს და მე-4 ადგილს იკავებენ.