ახალი სპეც-ტექნიკა ხულოში 

27 მარტი 2024, 20:06 711 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ ორი ერთეული სპეც-ტექნიკა, ამწე კალათა და ექსკავატორ დამტვირთველი შეიძინა.

ახალი სპეც-ტექნიკა  მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს და  გააუმჯობესებს შესაბამის სამუშაოებს, როგორც გარეგანათების ქსელის მოვლა-შენახვაში, ასევე საავტომობილო გზების გაწმენდასა და  მეწყრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

ამასთან, მიმდინარე წელს დაგეგმილია ნაგავმზიდის, ევაკუატორის, თვითმცლელისა და სახანძრო ავტომობილის შეძენა.  მალე ექსლპატაციაში შევა მუნიციპალური ავტობუსებიც.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში