ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფური ეტაპის კალენდარი ცნობილია

27 მარტი 2024, 10:46 481 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ცნობილია საქართველოს ნაკრების სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის კალენდარი. საქართველო F ჯგუფშია, სადაც თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთიც იასპარეზებს.

I ტური 18 ივნისი. დორტმუნდი. 20:00. თურქეთი - საქართველო

II ტური 22 ივნისი. ჰამბურგი. 17:00 საქართველო - ჩეხეთი

III ტური 26 ივნისი. გელზენკირხენი. 23:00 საქართველო - პორტუგალია

ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფში ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი და ასევე არსებული 6 ჯგუფიდან 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის.

ევროპის ჩემპიონატი წელს 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში