ბევრ სტადიონზე მაქვს ნათამაშები, მაგრამ ასეთი ქომაგობა არსად მინახავს - ხვიჩა კვარაცხელია

27 მარტი 2024, 10:22 470 ნახვა

ევრო 2024-ზე გასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა.

"უბედნიერესები ვართ, ასეთი ემოცია ცხოვრებაში არ მქონია. მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რადგან ბევრ სტადიონზე მაქვს ნათამაშები, მაგრამ 120 წუთის განმავლობაში ასეთი ქომაგობა არსად მინახავს. გულშემატკივრები იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ამ გამარჯვებაში“, - განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ რომ საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები 4-2 დაამარცხა და ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.

საქართველოს ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდში), ჩეხეთის (22 ივნისი, ჰამბურგში) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი, გელზენკირხენში) იქნებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი