საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს

26 მარტი 2024, 23:44 976 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. 

ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებმა თბილისში საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა. 

მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა. ასევე დამატებით დროშიც გოლი არ გასულა.

ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს 18 ივნისს, დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი