საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩს თბილისში, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ჩვენმა გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა. ეროვნულ გუნდს გადამწყვეტი შეხვედრისთვის ხვიჩა კვარაცხელია დაუბრუნდა. „ნაპოლის“ ფეხბურთელმა ლუქსემბურგთან ნახევარფინალური თამაში დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
მატჩი "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველ არხი გადმოსცემს.