საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები შერეულ გუნდურ ჩათვლაში თბილისის გრანდ სლემის გამარჯვებულია.
ქართველმა ძიუდოისტებმა 4 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ჩემპიონები ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ლაშა ბექაური (90 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) გახდნენ.
ბრინჯაოს მედალი კი საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) მოიპოვა.
მეორე ადგილი შერეულ გუნდურ ჩათვლაში 2 ოქროს მედლით ესპანეთმა დაიკავა, ხოლო მესამეზე 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით კანადის ნაკრები გავიდა.
თბილისის გრანდ სლემზე 83 ქვეყნის 531 ძიუდოისტი ასპარეზობდა.