ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის ფინალს, საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებებს შორის პოლონელი არბიტრები იმსაჯებენ.
მთავარი მსაჯი შიმონ მარჩინიაკია, რომელსაც პაველ სოკოლნიჩკი და ტომაშ ლისტკიევიჩი დაეხმარებიან, ხოლო მეოთხე არბიტრი ივან კრუჟლიაკი იქნება.
VAR-ის ოთახში კი ტომაშ კვიატკოვსკი და ბარტოშ ფრანკოვსკი იმუშავებენ.
შიმონ მარჩინიაკს საქართველო-საბერძნეთის მატჩი 2021 წლის 31 მარტს, უკვე აქვს ნამსაჯი. მაშინ მატჩი სალონიკში გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა.
პოლონელი ძალიან გამოცდილი არბიტრია, მან ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატის (არგენტინა-საფრანგეთი) და ჩემპიონთა ლიგის ფინალები იმსაჯა.
საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი 26 მარტს, 21:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.